“აფსნპრესის” ცნობით, სოხუმის დაცემის დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მოსახლეობას სოხუმის განთავისუფლების დღე მიულოცა.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთში ჩავიდა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი.
28 წლის წინ ამ დღეს სოხუმი დაეცა, ორი დღის შემდეგ ოჩამჩირე, 30 სექტემბერს კი გალი.
1992-1993 წლებში საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ომი მიმდინარეობდა. ომი რომელმაც საუკუნოვანი კავშირები გაანადგურა და ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა.