საქართველოს დაპატიმრებული პრეზიდენტის უმცროსი შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი, საქართველოში ბებიასთან, გიული ალასანიასთან დაბრუნდა.
როგორც მან ჟურნალისტებთნ საუბარში აღნიშნა, „ეს ბრძოლა არის საქართველოს გადასარჩენად“.
„ეს ბრძოლა არის საქართველოს გადასარჩენად და მიშა დიდი ფაქტორია ამ ბრძოლაში. ჩვენ მას მხარს ვუჭერთ ყველანაირად.
იყავით მყარად და აუცილებლად რეფერენდუმზე წადით. რა თქმა უნდა, ცდილობენ, რომ კარგად გამოჩნდნენ, მაგრამ არ გამოსდით”,- თქვა ნიკოლოზ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, 1 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
გიული ალასანიამ კი განაცხადა, რომ მან არ იცოდა, მისი შვილი საქართველოში ჩამოსვლას აპირებდა.
არავითარი ინფორმაცია არ მქონია, დღეს დილით გავიგე: გიული ალასანია სააკაშვილზე
