LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ 4 ოქტომბერს, ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ სამოქმედო გეგმას გამოვაცხადებთ: თაკო ჩარკვიანი

352
თაკო-ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, 4 ოქტომბერს, 12 საათზე ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს.

მისი განმარტებით, „ყოფილმა პრემიერმა გახარიამ თავისი შარდი არ ანდო ექსპერტიზას და მართლმსაჯულებას, შესაბამისად თავად ქართველი ამომრჩევლის ხმებსა და ქვეყნის აღმშენებელ პრეზიდენტს ამ მართლმსაჯულებას არ ანდობს“.

„პრაქტიკულად მოგებული გვაქვს არჩევნები. ეს ის ქვეყანაა, სადაც ყოფილმა პრემიერმა, გახარიამ, თავისი შარდი არ ანდო ამ ექსპერტიზას და მართლმსაჯულებას და ჩვენ ჩვენი ხმები და ქვეყნის აღმშენებელი პრეზიდენტი ციხეში ამ მართლმსაჯულებას უნდა ვანდოთ? ეს არის სასაცილო მდგომარეობა. ხვალ, 12:00 საათისთვის, ჩვენ კონკრეტული საინფორმაციო გეგმა, საკიდი, საათი გვექნება დიდი ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g