LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიუჟეტი, თითქოს ვმალავდი და ვფარველობდი საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს, მორიგი სიცრუე, დეზინფორმაცია და ცილისწამებაა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ: ლევან გაჩეჩილაძე

2052
გაჩეჩილაძე - კვარაცხელია

9 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ შაბათის ეთერში გასულ სიუჟეტს, ლევან გაჩეჩილაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ სიუჟეტში ასახული ინფორმაცია „თითქოს ის მალავდა და მფარველობდა საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს, მორიგი სიცრუე, დეზინფორმაცია და ცილისწამებაა მისი ოჯახის მიმართ“. გაჩეჩილაძემ განმარტა, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და მათ სახლში არც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და შესაბამისად, არც საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა ჩვენს სახლში, სადაც ამ დრომდე ცხოვრობენ ჩემი მშობლები – 88 წლის მამა და 85 წლის დედა, რომლებიც შეძრულები არიან და ძალიან მძიმედ გადაიტანეს აღნიშნული ცილისწამების ტირაჟირება.

ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობამ შეძრა ჩემი ოჯახი ისევე როგორც მთელი ქვეყანა და ამ საქმეში ეჭვმიტანილების შეფარების დაბრალება ჩვენთვის ასმაგად მტკივნეულია.

ხაზგასმით ვაცხადებ, ეს არის ზღვარგადასული, მორიგი მორალური ძალადობა და ჩემი და ჩემი ოჯახის რეპუტაციის შელახვის მიზანმიმართული მცდელობა, რომელსაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი და დღემდე გრძელდება აღნიშნული მედიასაშუალების პოლიტიკურად ანგაჟირებული მფლობელების მხრიდან პირადი შურისძიების მიზნით!“, – აცხადებს გაჩეჩილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები