არ მიწყინოთ, არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ, – ასე მიმართა ნათია თურნავამ მედიას მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
“მთელ მსოფლიოში მილიონი ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო. საქართველოშიც, სამწუხაროდ, სიღარიბის პრობლემა გვაქვს.
თქვენ რომ მეკითხებოდეთ ეკონომიკის მინისტრს, რას ვაკეთებთ ამისთვის, რომ არავის უჭირდეს კვება, მაშინ სწორი კითხვა იქნებოდა ჩემთან.
ეს კონკრეტულად, საერთოდ, არ მაინტერესებს მინდა გითხრათ. ძალიან ნაკლებად მაინტერესებს”,- თქვა თურნავამ.
ღარიბაშვილი: როდესაც ადამიანი აცხადებს რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს
მიხეილ სააკაშვილმა ციხის ადმინისტრაციას 4 ქილა თაფლი უკან დაუბრუნა: ეკა ხერხეულიძე
