უკრაინელი დეპუტატი, ლიზა იასკო ხვალ, 14 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციას ეხმიანება და მოქალაქეებს მოუწოდებს მივიდნენ აქციაზე.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხვალ, 14 ოქტომბერს, ქართველი ხალხის ხმა ძალიან ხმამაღლა ისმოდეს. გვერდზე უნდა გადადოთ თქვენი პოლიტიკური სიმპატია, ვინ მოგწონთ და ვინ არა, თუკი საკუთარი სახელმწიფოსთვის იბრძვით.
მე, როგორც უკრაინელს, მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის სულერთი არ არის, ის რაც ხდება დღეს საქართველოში, რადგან ჩვენი სახელმწიფოები ძალიან დამოკიდებული არიან ერთმანეთთან.
რა ვქნათ? იმოქმედეთ როგორც გული გიკარნახეთ, როგორც სინდისი და დაიცავით საკუთარი ქვეყანა, საკუთარი მომავალი.
ხვალ, საქართველოშიც დასვენების დღეა და ძალიან მნიშვნელოვანია, ვინც მხარს უჭერს სააკაშვილს, თქვან საკუთარი სიტყვა”,- ამბობს ლიზა იასკო.
შეგახესენებთ, 14 ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობა” აქციას მართავს. როგორც პარტიაში აცხადებენ, აქცია არ არის კონკრეტულად “ნაციონალური მოძრაობის” და ის არის ყველა იმ ადამიანის, რომელიც თვლის, რომ დღეს ქვეყანაში უსამართლობაა გამეფებული და მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს.
დაანონსებულ აქციას არ უერთდება შემდეგი პარტიები:
14 ოქტომბრის აქციას “ლელო” არ უერთდება: “სააკაშვილი იმსახურებს სამართლიან სასამართლოს”
მანჯგალაძე: თუ “ნაციონალური მოძრაობა” კერძო აქციას ჩაატარებს, ჩანგალზე ვერ მივალთ
“რესპუბლიკური პარტია” 14 ოქტომბრის აქციას არ შეუერთდება – სამნიძე