LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციები, რომელიც სააკაშვილის ჩამოსვლას მოჰყვა, მიმართული იყო იქითკენ, რომ ქვეყანაში სიტუაცია არეულიყო და მღვრიე წყალში სახელისუფლებო თევზი დაეჭირათ: ირაკლი ქადაგიშვილი

57
ირაკლი ქადაგიშვილი

„აქციები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლას მოჰყვა, მიმართული იყო იქითკენ, რომ ქვეყანაში სიტუაცია არეულიყო, ქვეყანა ჩამოშლილიყო და მღვრიე წყალში სახელისუფლებო თევზი დაეჭირათ“, – ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ გააკეთა.

მისივე განმარტებით, საქართველოში ცვლილების გატარება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით არის შესაძლებელი, შესაბამისად ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციები ხელისუფლების ცვლილებაზე რაიმე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

​ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიცია, რომელიც სააკაშვილის ხელმძღვანელობით გვყავს, არის აბსოლუტურად დესტრუქციული და მათ არანაირი საერთო თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს ინტერესებთან არ აქვთ.

„მეორე ტური ჩვეულებრივად ჩატარდება. ოპოზიციის აქციები ამაზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს და ქართული ოცნება დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს. ეს აქციები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შემოსვლას მოჰყვა საქართველოში მიმართული იყო იქითკენ, რომ ქვეყანაში სიტუაცია არეულიყო, ქვეყანა ჩამოშლილიყო და მღვრიე წყალში სახელისუფლებო თევზი დაეჭირათ, მაგრამ ვიმეორებ, საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით არის შესაძლებელი რაიმე ცვლილებების გატარება, აქედან გამომდინარე ვერც ეს აქციები ვერ იქონიებს გავლენას ხელისუფლების ცვლილებაზე რაიმე ზეგავლენით.

ოპოზიცია, რომელიც სააკაშვილის ხელმძღვანელობით გვყავს, არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიცია, რომელსაც არანაირი საერთო თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს ინტერესებთან არ აქვთ. ნებისმიერი გზით მხოლოდ ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ.

ვნახეთ, რომ წინა საპარლამენტო არჩევნების 2020 წლის შემდეგ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი არ გადაუდგამს ნაციონალურ მოძრაობას. თავიდან ბოლომდე ყველა გზით ცდილობს რომ ქვეყანაში არასტაბილური ვითარება შეიქმნას. ფიქრობენ, რომ რაც უფრო ცუდი იქნება ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ეს უფრო ადვილად კონვერტირდება მისი ხელისუფლებაში მოსვლაზე და ყველა ქმედება, მათ შორის სააკაშვილის შემოპარვაც ამ მიზანს ემსახურებოდა“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

mazda magti 5g