LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიმშილზე დიდი შესაძლებლობაა განუვითარდეს სეროტონინული სინდრომი, რაც ძალიან უეცრად მთავრდება სიკვდილით: მარიამ კუკუნაშვილი სააკაშვილზე

445
კუკუნაშვილი - სააკაშვილი

სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის „NEW LIFE“-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ დაწყებულ შიმშილობას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ შიმშილზე სააკაშვილს შესაძლოა სეროტონინული სინდრომი განივუთარდეს, რაც უეცრად მთავრდება სიკვდილით.

მარიამ კუკუნაშვილი დეტალურად განმარტავს იმ მდგომარეობას, რასაც შიმშილის დროს ადამიანის ორგანიზმი განიცდის.

„შიმშილობა სააკაშვილისთვის არის ძალიან დიდი რისკი. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე შიმშილზე დიდი შესაძლებლობაა განუვითარდეს სეროტონინული სინდრომი, რაც ძალიან უეცრად მთავრდება სიკვდილით. შიმშილი ბიპოლარული/ ციკლოთიმიური მდგომარეობის ადამიანებში ასტიმულირებს ადრენალინის და სეროტონინის დიდი ოდენობით გამოყოფას.

ადამიანი პირველ ეტაპზე შიმშილის მიუხედავად თავს გრძნობს ძალიან კარგად ( სეროტონინის ეფექტი) და როცა თავს კარგად ვეღარ გრძნობს ეს უკვე მაშინ ხდება, როცა კარგავს გონებას და დგება სეროტონინ სინდრომი, რაც გულის გაჩერებას იწვევს…

ხშირია, როდესაც ზემოთაღნიშნული მდგომარეობის მისდიაგნოსტირება ხდება და ექიმს მხედველობიდან ეპარება სეროტონინ სინდრომის დადგომის წინა მდგომარეობა. დიდი ალბათობით მგონია, ზუსტად მისდიაგნოსტირებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ამბობს რომ მაგარი ორგანიზმი აქვს და უარესს მოელდა… „მაგარი“ სეროტონინ ეფექტია და საშიშიაა…“,- წერს კუკუნაშვილი.

“მაგარი ორგანიზმი აქვს, გადააჭარბა მოლოდინს” – მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g