LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეგეჭკორი – ველოდოთ, როგორ შეგვინახავს ნამუსს თავად მოშიმშილე პრეზიდენტი

213
1

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მორიგ ფეისბუქპოსტს ავრცელებს.

როგორც გეგჭკორი წერს, სააკაშვილს შიმშილობის თანმხლები რისკები გაცნობიერებული აქვს და შეგონებები, რომ მას შიმშილობის შეწყვეტა ვინმემ ურჩიოს – აზრს მოკლებულია.

მისივე თქმით, იმის იმედად ყოფნა, რომ მოშიმშილე გაცნობიერებულ პროტესტს შეწყვეტს და ასე საზოგადოების სინდისს გადაარჩენს, უზნეობაა:

“პრეზიდენტ სააკაშვილის ინტელექტი საკმარისია იმისთვის, რომ სრულად ჰქონდეს გაცნობიერებული შიმშილობის თანმხლები რისკები. ზედმიწევნით კარგად იცის, რომ პროტესტის ამ ფორმას აქვს ლიმიტი და ზღვარს მიღმა სიცოცხლისთვის საშიში გართულებებია.

შეგონებები იმის თაობაზე, რომ იქნებ ვინმემ ურჩიოს შიმშილობის შეწყვეტა, უკიდურესად პრიმიტიული და აზრს მოკლებულია. არ არსებობს მის ირგვლივ ახლო მეგობარი, ვისგანაც მას ეს რჩევა არ აქვს მოსმენილი. ამას ისმენს მისი პირადი ექიმისგან და საუკეთესო მეგობრისგან ყოველდღიურად.

იმ პირობებში, როცა ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა ქვეყანაშიც ვცხოვრობთ, ვის და რას ვეწირებით თაობები უკვე წლებია, იმის იმედად ყოფნა, რომ მოშიმშილე შეწყვეტს სრულიად გაცნობიერებულ პროტესტს და ასე გადაგვირჩენს სინდისს, უზნეობაა.

ვუყუროთ სეირსს და ვლანძღოთ ერთმანეთი, რატომ არ ვაიძულებთ ციხეში გამომწყვდეულ უმწეო ადამიანს პროტესტის შეწყვეტას…

ველოდოთ, როგორ შეგვინახავს ნამუსს თავად მოშიმშილე პრეზიდენტი ან შემთხვევითობა…

P.S აქვე დავძენ, არც ერთი იდეა არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ. მითუმეტეს, ჩვენნაირი საზოგადოება არ ვღირვართ მსხვერპლად.” – წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

 

magti 5g