LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტაციონარში ვინც შემოდის, უმრავლესობა არავაქცინირებული პირია – რა უნდა გაითვალისწონ მათ, ვინც შინ მკურნალობს

207
BeFunky-collage (6)

ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი, მეგი კობახიძე ქვეყანაში არსებულ იმუნიზაციის პროცესს ეხმიანება და აცხადებს, რომ დღეს არსებული მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია და ამას არა მხოლოდ ყოველდღიური სტატისტიკა არამედ, სტაციონარში შესული პაციენტთა უმრავლესობაც მოწმობს.

მისივე თქმით, ვაქცინაცია 100%-ით არ გვიცავს, შესაძლოა, პირი დაინფიცირდეს, მაგრამ იმუნიზაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, იმისთვის, რომ კლინიკური მიმდინარეობა იყოს მსუბუქი და არ გაიზარდოს ლეტალობა.

„ვაქცინაციის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დაბალია. ყოველდღიურად აცრილთა სტატისტიკა ამას მოწმობს, გარდა ამისა, სტაციონარში ვინც შემოდის, უმრავლესობა არავაქცინირებული პირია.

დიფერენცირება რომ მოვახდინოთ, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ყოველდღიურად, პაციენტებს, ვისაც აქვს ორმაგი ვაქცინაცია ჩატარებული შედარებით უფრო მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობით ხასიათდებიან, ვიდრე არავაქცინირებულები.

ხოლო ვაქცინირებულებთან გართულებებიც კი შედარებით მსუბუქად მიდის ან შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონდეს ადგილი გართულებებს, მათ არ უწევთ ინტენსიურში, რეანიმაციულ განყოფილებაში გადასვლა და შედარებით, უფრო რთული პროცედურების ჩატარება.

მძიმე პაციენტებისთვის უარის თქმა გვიწევს, თავისუფალი ადგილების რესურსი ფაქტობრივად, ამოწურულია, საგანგაშო მდგომარეობაა - ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი

საკმაოდ გაახალგაზრდავდა პაციენტების ჯგუფი, რომლებიც მძიმე კლინიკური მიმდინარეობით ხასიათდებიან, ეს საგანგაშოა, - აცხადებს მეგი კობახიძე.

პაციენტს, ვინც ბინაზე იმყოფება და დაუდასტურდება ვირუსი, ამ შემთხვევაში ერთვება პირველადი ჯანდაცვა და მნიშვნელოვანია ადეკვატურად მოხდეს ოჯახის ექიმთან დაკავშირება და მენეჯმენტი.

შეფასება ხდება ძალიან ბევრი კრიტერიუმით, როგორია პაციენტის კლინიკური მდგომარეობა, სიმპტომური გამოხატულება და რა თანმხლები დაავადება აქვს პაციენტს.

გარდა ამისა, არის პაციენტთა რაოდენობა, თავიდან მძიმე კლინიკური მიმდინარეობით გამოხატული, რომლებიც უარს აცხადებენ და გვაქვს დაგვიანებული სტაციონალიზაციის შემთხვევები.

მნიშვნელოვანია ექიმის მიერ სწორად მოხდეს მიმართულების მიცემა, თუნდაც მედიკამენტებთან დაკავშირებით.
თავიდანვე ბევრმა შეიძლება დაიწყოს ანტიბაქტერიული მკურნალობა, რაც არ არის საჭირო. ბევრი ნიუანსია, რომლის სწორად მენეჯმენტიც არის მნიშვნელოვანი, რათა არ მოხდეს მისი დამძიმება.

თავიდან ეს დაავადება შესაძლოა, აბსოლუტურად, უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, მსუბუქად, თუმცა დაინფიცირებიდან მე-8, მე-10 დღისთვის, ხდება პაციენტის დამძიმება“,- აცხადებს მეგი კობახიძე.

 

magti 5g