“სპეცოპერაცია-„კაშკა“ – ტიპს წონა აწუხებდა და კუჭის რეზექცია გაუკეთებია, შიმშილობის “ფეიკ-კამპანიას” თუ ვნახავდი ნაღდად არ მეგონა,” – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა.
ამის შესახებ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
„სპეცოპერაცია-„კაშკა“ – ტიპს წონა აწუხებდა და კუჭის რეზექცია გაუკეთებია… ჰოდა მოიფიქრეს დაახლოებით ასეთი გეგმა,რომ პოსტოპერაციული დიეტა გამოეყენებინათ შიმშილობად… და აგერ ჩვენი “საამაყო” მიშა უბრახუნებს ფაფებს და წვენს. განა იმიტომ,რომ შიმშილობს? -უბრალოდ დიეტაზეა ბიჭი… შიმშილობის “ფეიკ-კამპანიას” თუ ვნახავდი ნაღდად არ მეგონა…
ყველაფერი მოდელირებული როგორ გაქვთ? „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
P.S დათა თუთაშხიაში,რომ სურამელი იაკოფაა ფაფის სიყვარულისთვის,რომ „კაშკა“ შეარქვეს ხომ გახსოვთ? ნეტა მიშას რა ზედმეტსახელი მოუხდებოდა“, – წერს ანალიტიკოსი.