პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან პროტესტი გრძელდება. რამდენიმე აქტივისტმა ღამე ციხესთან გაშლილ კარვებში გაათენა.
დაწესებულებასთან ამ დროისთვის 9 კარავია გაშლილი.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთავის ციხესთან 11 ადამიანი აგრძელებს შიმშილობას. მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.