თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს.
აქციას, აქციის მონაწილეები სხვადასხვა ქუჩიდან კოლონებით შეუერთდნენ.
აქციის დაწყებამდე, „ნაცმოძრაობის“ წევრებმა მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ფაქტი შეაფასეს.
„კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა, ორი მიზეზის გამო. პირველი ისაა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფო ვერ უზრუნველყოფს იმ სამედიცინო მომსახურებას, როგორიც სჭირდება ისეთ პაციენტს, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი. და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომ პირდაპირ მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. ცდილობენ, რომ ჯოჯოხეთი მოუწყონ მიხეილ სააკაშვილს, რაცაა გლდანის ციხე და ამას გაეცემა სათანადო პასუხი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.