დმანისში შვეიცარიულ-ქართული ტექნოლოგიით კარაქისა და იოგურტის წარმოების დაწყება განიხილება. „ბიზნესპარტნიორის“ ინფორმაციით, პროექტს ახორციელებს შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“, რომლის დამფუძნებელი სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და „მარგებელი ჰოლდინგის” მფლობელი მიხო სვიმონიშვილია.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ ამოქმედებულ ქარხანაში, კარაქის და იოგურტის წარმოება 2022 წლის ზაფხულიდან დაიწყება და „კავკასიის“ სავაჭრო ნიშნით გაიყიდება.
ცნობისთვის, დმანისში შვეიცარიული ტექნოლოგიით უკვე იწარმოება 4 დასახელების ყველი, რომელიც სარეალიზაციო ქსელში 2022 წლის იანვრიდან გამოჩნდება.