თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესის მიხეილ სააკაშვილის გარეშე ჩატარებისა და მისი ორი ადვოკატის სასამართლოს დარბაზში არდაშვებასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.
რომ სასამართლომ სხდომის მომზადებისას მოსთხოვა პენიტენციურ სამსახურს ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს სხდომის დარბაზში მიყვანა, თუმცა უწყებამ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დამატებითი რისკისა და მისი ეტაპირების უსაფრთხოების გათვალისწინებით, ეს მიზანშეწონილად არ ჩათვალა.
“სასამართლომ სხდომის მომზადებისას მოთხოვნით მიმართა პენიტენციურ სამსახურს ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს სხდომის დარბაზში მოყვანის თაობაზე, თუმცა შესაბამისი უწყების მხრიდან სასამართლოში წარმოდგენილი მომართვის წერილის თანახმად, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დამატებითი რისკის და მისი ეტაპირების უსაფრთხოების გათვალისწინებით მიზანშეწონილად არ ჩაითვალა ბრალდებულის წარმოდგენა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა მტკიცებულებების გამოკვლევა. სასამართლომ იმსჯელა სსსკ-ის 230-ე პრიმა მუხლის შესაბამისად ბრალდებულთა მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხზე. მხარეთა გამოუცხადებლობა, მათ შორის ბრალდებული პირის არ ყოფნა სასამართლო სხდომის დარბაზში არ აბრკოლებს სასამართლოს იმსჯელოს ზემოაღნიშნულ საკითხზე. სასამართლომ გააუქმა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა”,-ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება პროცესზე ადვოკატების არდაშვებას, სასამართლო განმარტავს, რომ ბექა ბასილაიას გარდა, სხვა ადვოკატების ორდერი არ ყოფილა წარმოდგენილი.