LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძის მანქანა სუსის შესასვლელიდან ევაკუატორით გადაიყვანეს – 6 ქალაქში „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრები დაუმორჩილებლობის აქტს მართავენ

101
Untitled design - 2021-11-12T125405.627

ამ წუთებში „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებსა და პოლიტიკოსებს საქართველოს დიდ ქალაქებში მდებარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობების შესასვლელები მანქანებით აქვთ ჩახერგილი.

საუბარია 6 ქალაქზე – თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და თელავი.

თბილისში „გირჩის- მეტი თავისუფლების“  აქცია-პერფორმანსი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან  მიმდინარეობს.

უსაფრთხოების სამსახურებთან მობილიზებულია პოლიცია.

პერფორმანსის ფარგლებში, პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით ჩაკეტა, რომელშიც თავადვე იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა მას თავდაპირველად მოუწოდეს, რომ უწყების შესასვლელი გაეთავისუფლებინა, თუმცა უარის მიღების შემდეგ, ადგილზე ევაკუატორი მიიყვანეს და ჯაფარიძის ავტომობილი სხვა ტერიტორიაზე სწორედ ევაკუატორის საშუალებით გადაიყვანეს. ზურაბ ჯაფარიძე მანქანის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის პროცესში ავტომობილში იმყოფებოდა.

ზურაბ ჯაფარიძე ითხოვს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ამასთან ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.

გორში სუსის შენობის შესასვლელი ჩახერგილი აქვს ბადრი გრიგალაშვილს,

თბილისში – ზურა ჯაფარიძეს,

ბათუმში – თემურ გორგაძეს,

ქუთაისში – იმედა კლდიაშვილს,

რუსთავში – ირაკლი კუკანიას,

თელავში – ტორესა მოსს.

„დაუმორჩილებლობის აქტის“ მონაწილეთა მოთხოვნაა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, 2%-იანი ბარიერი , რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე და სახელმწიფოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g