LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე რა პოზაში გადამიყვანია პაციენტი ერთი ადგილიდან მეორეში, იცი? ზოგჯერ ხუთ კაცს აგვიყვანია უხერხული პოზით: ლადო კახაძე

341
ლადო კახაძე

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცავებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით, ხელში აყვანილი შეჰყავთ №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში ეხმიანება.

მისი განცხადებით, „მას პაციენტი ზურგზეც მოუკიდებია და ხუთ კაცსაც კი აუყვანია უხერხული პოზით, რათა პაციენტი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაწყვანათ“.

„მე რა პოზაში გადამიყვანია პაციენტი ერთი ადგილიდან მეორეში, იცი? ზოგჯერ ზურგზე მომიკიდებია, ზოგჯერ ხუთ კაცს აგვიყვანია უხერხული პოზით. მთავარი იყო, რომ ის ადამიანი ადგილზე მიგვეყვანა… პაციენტი თუ საჭიროებს გადაყვანას ერთი ადგილიდან მეორეზე და ეს არის ურგენტი და სჭირდება იქ… ეს ფორმა. ახლა შინაარსზე მითხარიო.

ის პრეზიდენტი მაშინ არის ღირსეული, როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქისგან არაფრით განსხვავდება და არ იკადრებს თავის მოქალაქეზე ზემოდან დადგომას ან ზემოდან ყურებას. რომ იტყვის მე ჩემი გულისათვის, შეიკრიბეთ, გამათავისუფლეთ, რომ იტყვის სახელმწიფო ჩემთან დამნაშავეა, ასე არ უნდა თქვა“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g