LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ ჩაუსახავთ ცრუ იმედებს შემზარავი დანაშაულის ჩადენაში მხილებულ შვილებს – მიეცით მათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა და გულწრფელი სინანულის საშუალება: ნიკო კვარაცხელიას დედა ბრალდებულების მშობლებს მიმართავს

966
ნიკო კვარაცხელია

ნიკო კვარცხელიას დედა იზა ომაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების მშობლებს მოუწოდებს, საქმეს ადვოკატები ჩამოაშორონ და შემზარავი დანაშაულის ჩადენაში მხილებულ შვილებს ცრუ იმედები არ ჩაუსახონ.

იზა ომაძის თქმით, ბრალდებულებს საკუთარ თავთან დარჩენისა და გულწრფელი სინანულის საშუალება უნდა მიეცეთ.

„არცერთი მშობელი არ უნდა მოესწროს შვილის სიკვდილს მითუმეტეს უდანაშაულო შვილის სასტიკ მკვლელობას! ჯერ ჩვენ უნდა მივდიოდეთ და მერე ჩვენი შვილები! საჯარო განცხადებების კეთება არ არის ჩვენთვის სასიამოვნო პროცესი, თუმცა წარმოუდგენელი ტკივილია როდესაც ხვდები რომ ბრალდებულთა ადვოკატები არ ჩაუღრმავდნენ მომხდარს, აუხსნელი დანაშაულის სიმძიმეს და საკმაოდ უკადრისი ხერხებით ცდილობენ მართლმსაჯულების პროცესის სანახაობად ქცევას.

ამდენად, მივმართავთ ალეკო ჭელიძისა და გიორგი კაველაძის მშობლებს, კიდევ იმ ოჯახებს და მათ შვილებს ვინც ჩართული იყო მკვლელების სტუმარ- მასპინძლობის და მკვლელობის დაგეგმვის ხელშეწყობის პროცესში – და კიდევ ერთხელ გთხოვთ – ქმედითად გამოხატოთ თქვენი ადამიანური პოზიცია და ჩამოაცილოთ საქმეს თქვენს მიერ აყვანილი ადვოკატები!

ნუ ჩაუსახავთ ცრუ იმედებს შემზარავი დანაშაულის ჩადენაში მხილებულ შვილებს. თუ ნამდვილად გიყვართ ისინი, – მიეცით მათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა და გულწრფელი სინანულის საშუალება. ძალიან მძიმე სანახავია თავაწეული მკვლელი პროცესზე“, – წერს იზა ომაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g