LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთთან ომისთვის“ – პოლონეთისა და უკრაინის საზღვრებთან კვლავ კრიზისია

162
მიგრანტთა კრიზისი - პოლონეთი

The Guardian-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების უფროსმა გენერალმა ნიკ კარტერმა განაცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი გააქტიურების ფონზე, აღმოსავლეთ ევროპაში, დიდი ბრიტანეთიც და მისი მოკავშირეებიც NATO-დან მზად უნდა იყვნენ, რუსეთთან შესაძლო ომისთვის.

როგორც გამოცემა წერს, ნიკ კარტერი იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ სურს სრულმასშტაბიანი ომის წამოწყება დასავლეთთან, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპაში რუსული საფრთხე გაზრდილია იმასთან შედარებით, რაც მისი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სათავეში მოსვლისას – 8 წლის წინ იყო.

რუსული გამანადგურებლები ბელარუსში იფრენენ – კრიზისი პოლონეთის საზღვარზე

გენერლის თქმით, რუსეთის სტრატეგიაა ჰიბრიდული დაპირისპირება, მუდმივი საფრთხის გამოწვევითა და დესტაბილიზაციით, სხვადასხვა ტიპის თავდასხმებითა და მიგრანტთა კრიზისის შექმნით.

კითხვაზე: შესაძლოა, თუ არა დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ ევროპაში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს, გენერალმა უპასუხა, რომ არ იცის, მაგრამ ლონდონში ფხიზლად უნდა იყვნენ და დარწმუნდნენ, რომ რუსეთის შეკავების პოლიტიკა წარმატებული იქნება. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია NATO-ს ერთიანობა რუსული საფრთხის წინააღმდეგ.

ლონდონში გაკეთებული განცხადების ფონზე, ინგლისურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავდაცვის პაქტი გაფორმდება. პაქტის გაფორმებასთან ერთად კი უკრაინაში შესაძლოა, 600-მდე ბრიტანელი სამხედრო განალაგონ.

ნიკ კარტერმა BBC-ის  მიერ რუსეთზე დასმულ კითხვაზე, რომელიც ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის კომენტარზე საპასუხოდ სთხოვეს და რომელშიც დაზვერვის ყოფილი ოფიცერი ამბობდა, რომ რუსეთის ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ დასავლეთთან უკვე ომში არიან, კარტერმა უპასუხა, რომ მას გარკვეულწილად ეთანხმება.

ენტონი ბლინკენი: ვიდრე ბელარუსი ევროპაში უსაფრთხოებას ძირს უთხრის, ჩვენ ლუკაშენკოს რეჟიმზე ზეწოლას განვაგრძობთ

„დიახ, ვფიქრობ ის მართალია. თუმცა, მნიშვნელოვანია, როგორ განვსაზღვრავთ ომს. მე, როგორც ჯარისკაცს, ომის განსაზღვრება პირდაპირ შეიარაღებულ დაპირისპირებად მესახება და ამიტომ, ვფიქრობ, მოსკოვში ეს არ სურთ. მათ თავიანთი მიზნების მისაღწევად განსხვავებული მეთოდების გამოყენება ურჩევნიათ“, – თქვა კარტერმა.

magti 5g