LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერ ვიტყვი, რომ საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება: ექსპერტთა ჯგუფის ექიმი

125
BeFunky-collage (21)

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის გიორგი გრიგოლიას აზრით, N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მქონე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი.

მისი თქმით, ინტენსიური თერაპიის პალატა ადგილზე ორი კვირის წინ შეიქმნა, საკმაოდ კარგად არის აღჭურვილი, ხოლო პერსონალი რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადაიყვანეს, თუმცა დაწესებულებას ინტენსიური თერაპიის გამოცდილება არ აქვს და პაციენტს, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, სჭირდება ინტენსიური თერაპია.

„სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს, ამას ადასტურებს ყველა, ვინც იქ არის. მდგომარეობა ვერ ვიტყვი, რომ საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება. მის ანალიზებში არის ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და მკურნალობას.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეს არის შექმნილი ორი კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა გაკეთებული, საკმაოდ კარგად აღჭურვილი, სტაფი გადმოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან, იქ არის მორიგე ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და მორიგე ექთანი ყოველ დღე. უარყოფით არის ის, რომ ინტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს. ადრე ასეთი რამ არ იყო და ისეთი პაციენტი, როგორიც არის დღევანდელ დღეს მიხეილ სააკაშვილი, ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია“, – განაცხადა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები