„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. როგორც ცნობილია, ის რეაბილიტაციას ნიუ -ჰოსპიტალში გაივლის.
ელენე ხოშტარიას გადაწვეტილების შემდეგ ელენე ხოშტარიას დედა ირინა გუნცაძე სოციალურ ქსელში წერს:
„არ ვიცი როგორ გამოვხატოთ მადლიერება საქართველოს მოქალაქეების ჩვენი ემიგრანტების, ჩვენი ოჯახის მეგობრების, ექიმების, ჟურნალისტების, ომბუცმენის მიმართ, ამ უდიდესი სოლიდარობისთვის, სითბოსთვის და სიყვარულისთვის. ჩვენ მეორედ დავიბადეთ ! “- წერს ელენე ხოშტარიას დედა.
