LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ 100%-ით არ შეგვიძლია ვენდოთ საქართველოს სამედიცინო სისტემას: ევგენი გრუშოვეცი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

161
BeFunky-collage (53)

“ჩვენ 100%-ით არ შეგვიძლია ვენდოთ საქართველოს სამედიცინო სისტემას”, -ამის შსახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ევგგენი გრუშოვეციმ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, უნდა შეიქმნას კონსილიუმი, რომელშიც იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის ექიმები.

გარდა ამისა, მისივე თქმით, განიხილავენ სხვადასხვა ვარიანტებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელებას უკრაინაში.

“იმისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რომ სააკაშვილმა მიიღოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევა, მკურნალობა, რეაბილიტაცია, ეს რთული პროცედურაა, მაგრამ ის უნდა იყოს ხარისხიანი.

განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს. ერთ-ერთია უკრაინა, სადაც სააკაშვილი ცხოვრობდა და იქ ყველაფერი არსებობს, რომ მან მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. არის კიდევ სხვა ვარიანტები: გერმანია, ჰოლანდია.

ჩვენ 100%-ით არ შეგვიძლია ვენდოთ საქართველოს სამედიცინო სისტემას. გვინდა იყოს ღია და გამჭირვალე პროცესი. ჩვენ გვესმის რომ იქ, სადაც ძალიან ბევრი ექიმთა ჯგუფია მოსალოდნელია შეცდომები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს ერთი ჯგუფისგან შემდგარი  კონსილიუმი, რომელშიც იქნებიან საქართველოს, უკრაინის და სხვა ქვეყნის ექიმები”,-განაცხადა ევგენი გრუშოვეციმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g