ტყიბულში, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა, ამ დრომდე გრძელდება მოქალაქეების ძებნა. ადგილზე ერთ-ერთი ადამიანის მეუღლე იმყოფება, რომელიც „ტვ პირველთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მისი მეუღლის შესახებ ინფორმაცია, მაშველებმა მიაწოდეს და უთხრეს, რომ ცოცხალია.
„რემონტზე მუშაობდნენ. ჯერ არ ვიცით არაფერი… ჩემი მეუღლეა ერთ-ერთი. ცოცხალიაო მეუბნებიან და ჯერ არ ამოუყვანიათ. არ ვიცი არაფერი. 64 წლის არის ჩემი მეუღლე. მაშველები მალე მოვიდნენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ქალბატონმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.