LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ალიანსის მიწვევით, 30 ნოემბერს – 1 დეკემბერს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

57
დავით ზალკანიანი

30 ნოემბერს-1დეკემბერს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით, ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დელეგაციასთან ერთად, ქ.რიგაში დაგეგმილ ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ეჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს კოლეგა მინისტრებს, ასევე დაგეგმილია დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნებისსაგარეო საქმეთა მინისტრებთან.

უწყების ინფორმაციით, ქ. რიგაში მიმდინარე ნატოს მინისტერიალისდღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოებისგარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება, მოკავშირეები ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმენენ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე მათ ხედვებს და იმსჯელებენ როგორც რეგიონალური, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ამქვეყნების წვლილზე.

მინისტერიალის ფარგლებში, მონაწილეები ასევე განიხილავენ საქართველოსა და უკრაინის მიერ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს.

ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში -ნატოს ხედვა 2030 წლის სტრატეგიასთან მიმართებაში, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი, იანს სტოლტენბერგი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი გახსნიან.

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g