LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი Myway Airlines-ზე: თუ კომპანია დადგენილ ხარვეზებს აღმოფხვრის, ლიცენზიის აღდგენაზე მიმართვა კვლავ შეეძლება

80
Myway-Airlines

ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანიის Myway Airlines საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმებასთან დაკავშირებით, მონოპოლიზაციაზე საუბარი არ შეიძლება იყოს და თუ კომპანია დადგენილ ხარვეზებს აღმოფხვრის, ლიცენზიის აღდგენაზე მიმართვა კვლავ შეეძლება.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განმარტა, კომპანიის Myway Airlines სტრუქტურა ქართულ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში შევიდა.

„ქართული კანონმდებლობით დადგენილია, რომ საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიის საკონტროლო წილის მფლობელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. ამით ქართველი ინვესტორების პრიორიტეტი დაცულია. ამ ნაწილში კითხვები გაჩნდა სააგენტოსთან. სააგენტოს ძალიან წონადი არგუმენტები ჰქონდა, რომ ლიცენზია გაეუქმებინა, მაგრამ თუ გამოსწორდება ის ხარვეზები, რაც დადგენილი იყო, კომპანიას Myway Airlines ყოველთვის აქვს უფლება, ხელახლა მიმართოს და სააგენტო განიხილავს ლიცენზიის აღდგენის საკითხს. მოვისმინე, თითქოს ეს არის ავიაციის სფეროში კონკურენციის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი – ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და საქმეში ჩაუხედავი მსჯელობა, იმიტომ, რომ ჩვენი ავიაბაზარი გახსნილია, ღია ცის პოლიტიკას ვახორციელებთ. 40-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო უცხოური კომპანია დაფრინავს – არანაირ უპირატესობაზე და მონოპოლიზაციაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. საქართველოში არის კიდევ რამდენიმე კომპანია, რომელიც სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებს და Myway Airlines-ც ბოლო პერიოდში მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებდა. 6-მდე ახალი განაცხადიცაა შესული და განიხილება. თუ კანონთან შესაბამისობაში მოვლენ, ყოველთვის შეიძლება ამ ლიცენზიის აღდგენაზე მომართვა“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Myway Airlines -ს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაუუქმა და მიზეზები განმარტა.

ქართულ ავიაკომპანიას, შესაძლოა, ფრენის უფლება გაუუქმონ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g