ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ეხმაურება ავარიას, რომელიც გუშინ, ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა.
ის ამბობს, რომ საქართველოში ორზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის გაკეთება არ ღირს.
“ახლა ქობულეთის შემოვლითი გზა უნდა იქცეს სასასაკლაოდ?! ქუთაისის შემოვლით გზაზე, ვიდრე ნახევარი საქართველო არ აილეწა, მანამდე არ გააცალმხრივეს. აქაც იგივეს ველოდებით?! ვერ გაიგო მთავრობამ, რომ არ შეიძლება ქართველებისთვის ჩქაროსნული მაგიტისტრსლი გააკეთო ორზოლიანი! აბგონზე რისკავენ და ვიღებთ ასეთ შედეგებს! თუ აკეთებ, გააკეთე რა ოთხ ზოოლიანი!” – წერს მერაბ მეტრეველი.
გუშინ, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას ორი ჩვილი და მამა ემსხვერპლა. ავარიის დროს მანქანაში ერთი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა, საიდანაც სამი- ორი ჩვილი და მათი მამა გარდაიცვალა, ხოლო დედა და ბებია დაშავდა.