LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიონ ნახევარი ადამიანიდან, რომელთა იმუნური სისტემა „ომიკრონს“ მოუმზადებლად ხვდება, ვაქცინაც არ უნდათ და არც ვირუსი აქვთ გადატანილი, მათი 1%, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება – კულუმბეგოვი

181
bidzina-kulumbegovi-w-h

„საბედნიეროდ, მიმდინარეობა მძიმე არ ჩანს, მაგრამ, ჯერჯერობით, როგორც ვხედავთ, არ არის იმაზე უფრო მსუბუქი, ვიდრე „დელტა“ ვარიანტთან მიმართებით. ამიტომ, სამწუხაროდ, კარგი პერსპექტივა არ გვაქვს”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა.

“ჩვენს მოსახლეობას არ მოსწონს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა – მილიონ ნახევარი ადამიანი, რომელთა იმუნური სისტემა „ომიკრონს“ მოუმზადებლად ხვდება, ვაქცინაც არ უნდათ და ვირუსი არც გადატანილი აქვთ, ამ ადამიანების 1%, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება. ეს არის სამწუხარო რეალობა, რადგან ვერ დარჩება საქართველოში ვერც ერთი ადამიანი „ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბით, ის მოსახლეობის 99%-ს შეხვდება”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი განმარტებით, „ომიკრონით“ ინფიცირების დროს საკმოდ მაღალია რეინფიცირების შემთხვევები, ასევე ვაქცინით ორჯერ აცრილ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები. ამიტომ, კულუმბეგოვი მოქალაქეებს ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთებას ურჩევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g