„გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე შეწყვეტილი სიცოცხლე“, – ეს განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა გააკეთა. როგორც BBC წერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების ფონზე საზოგადოებას მოუწოდებს, სადღესასწაულო ღონისძიებები გააუქმონ
ტედროს ადანომ გებრეისუსი მიიჩნევს, რომ ახლა საჭიროა რთული გადაწყვეტილებების მიღება, რაც რიგ შემთხვევაში ღონისძიებების გაუქმებას ან გადადებას ნიშნავს.
“უკეთესია, გავაუქმოთ ახლა და ვიზეიმოთ მოგვიანებით, ვიდრე ვიზეიმოთ ახლა და ვიგლოვოთ მოგვიანებით“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
მისივე თქმით, არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსის “ომიკრონ“ ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი და ვაქცინირებული ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების დაინფიცირებასაც იწვევს.