„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებულ მასშტაბურ, საყოველთაო შიმშილობას „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ თავისი მომხრეების დაშანტაჟების შედეგს უწოდებს.
„შიმშილობა არის ყველას პოლიტიკური უფლება. მათ შეუძლიათ, ეს უფლება გამოიყენონ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, როცა 200 ადამიანი შიმშილობას ბელადის შანტაჟით იწყებს. ეს არის სამწუხარო მოვლენა, რაც პოლიტიკას არ წაადგება, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილებაა.
ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ბელადის შანტაჟით შიმშილობენ. ის ფაქტი, რომ 200 ადამიანი ბელადის შანტაჟის გამო შიმშილობს, არის ტრაგიკომიკური მოვლენა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დავითულიანი ენმ-ს შიმშილობაზე: არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ გახდებიან
რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, „მაკდონალდსის” ჰამბურგერებს მიირთმევენ – სუბარი მოშიმშილეებზე