LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენუაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმრავლესობა უფასო გახდა

84
thumb-1024x663-genoa-lift

იტალიაში, კონკრეტულად კი ქალაქ გენუაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დიდი ნაწილი უფასო გახდა. ამ გზით ხელისუფლებას იმ ადამიანების მხარდაჭერა სურს, ვინც მზადაა, რომ კერძო ავტომობილზე უარი თქვას.

ქალაქი მთებზეა გაშენებული, ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე გავრცელებული ფორმა ლიფტია. დასახლება მთლიანობაში 17 ლიფტს აერთიანებს და აქამდე მომსახურების საფასური 1,5 ევრო იყო.

უფასო გახდა რკინიგზაც. რკინიგზა ქალაქის დაბალი ნაწილიდან მაღალში მოსახვედრად ლიფტის მთავარ ალტერნატივას წარმოადგენს.
რაც შეეხება საქალაქო მეტროს, ის პრაქტიკულად უფასოა. ბილეთის საფასურის გადახდა მხოლოდ მაშინ იქნება საჭირო, თუკი მგზავრობა 16-დან 20 საათამდე შუალედს დაემთხვევა. ბილეთის ფასი ამ შემთხვევაშიც 1,5 ევროა.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბევრ ევროპულ ქალაქშია უფასო. ამ გზით დასახლებები ატმოსფეროს დაბინძურებას, კლიმატის ცვლილებას და საცობებს ებრძვიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები