LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიგიჟეა, რომ ისინი ტყუპები არიან” – კალიფორნიაში ტყუპები სხვადასხვა წელში, თვესა და რიცხვში დაიბადნენ

284
1

ტყუპები საკუთარ დაბადების დღეს ყოველთვის ერთსა და იმავე დღეს აღნიშნავენ, თითქმის ყოველთვის, მაგრამ არის ორი მილიონიდან ერთი შანსი, რომ მათი დაბადების თარიღები ერთმანეთს არ დაემთხვეს.

ისე, როგორც ეს კალიფორნიაში, ნავიდადის სამედიცინო ცენტრში მოხდა – აილინ იოლანდა ტრუხილიო და ალფრედო ანტონიო ტრუხილიო სხვადასხვა წელში, თვესა და რიცხვში დაიბადნენ.

ეს კი იმიტომ მოხდა, რომ ერთ-ერთი ტყუპი 31 დეკემბერს 23:45 საათზე დაიბადა, ხოლო მეორე 15 წუთის შემდეგ – 1 იანვარს.

“შუაღამისას, დაიბადა აილინ იოლანდა ტრუხილიო და ის არის 2022 წლის პირველი ბავშვი ამ რეგიონში! მისი ტყუპისცალი, ალფრედო ანტონიო ტრუხილიო, 15 წუთით ადრე, პარასკევს, 31 დეკემბერს, საღამოს 23:45-ზე დაიბადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი დაბადების დღე სხვადასხვა დღეს, თვესა და წელს აღინიშნება – ეს არის 1 შანსი 2 მილიონში!”, – აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ “ტვიტში”.

“სიგიჟეა, რომ ისინი ტყუპები არიან, დაბადების წლები კი სხვადასხვა აქვთ”, – ამბობს ტყუპების დედა.

ნავიდადის სამედიცინო ცენტრში აღნიშნავენ, რომ ასეთი შემთხვევის შანსი 2 მილიონში ერთია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g