2022 წლის შესახვედრად ქართველმა მომღერლებმა ტრენდული სამოსის მაგალითები გვაჩვენეს. ლელა წურწუმიამ „მთავარი არხის“ საახალწლო გადაცემისთვის ბეჟი ტონალობის და თვლებით გაწყობილი სექსუალური, ტანზე მომდგარი კაბა წარმოგვიდგინა – კაბა ორი ნაწილისგან შედგებოდა, ბოდე და ზემოდან გადაცმული გამჭვირვალე კაბა.
იმავე ტიპის სამოსი ეცვა მერიის საახალწლო კონცერტზე მომღერალ თაკო გაჩეჩილაძესაც. მისი კაბის დიზაინი ცნობილ ქართველ დიზაინერს, ანუკი ქებურიას ეკუთვნის. თაკომაც ბოდეზე გადაცმული სრულიად გამჭვირვალე კაბა მოირგო.