ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ვიზის გაუქმების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. ის გულშემატკივრებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.
“მე ვგრძნობ ამას და ეს ძალიან დასაფასებელია,” – წერს ჯოკოვიჩი “ინსტაგრამ” გვერდზე.
სერბი ჩოგბურთელი ავსტრალიიდან დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.
შეგახსენებთ, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში, ღია პირველობაში მონაწილეობის მისაღებად, აუცრელობის და ე.წ. მწვანე პასპორტის არქონის გამო არ შეუშვეს. ის ამჟამად მელბურნში, საემიგრაციო პატიმრობაში იმყოფება.
ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება.