“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე მმართველი გუნდის წარმომადგენლებს: დავით მათიკაშვილს, ანრი ოხანაშვილსა და მიხეილ სარჯველაძეს “ტვ პირველის” ეთერის საშუალებით მიმართავს.
“პოლიტიკურ რუპორებს მინდა ვუპასუხო..
რა კომენტარებიც გააკეთეთ დღეს, ეს რაიმე კავშირში არის ლოგიკასთან, სამართლიანობასთან და კანონთან?
მათიკაშვილო, ოხანაშვილო და სარჯველაძე, 3 წელი თქვენი მოსამართლეები და თქვენი პროკურატურა გვედავებოდა ფულის გათეთრებას. დღეს, აქ რომ ვზივარ, რას ნიშნავს? ე.ი ფულის გათეთრება არ ყოფილა და ამით დამთავრდა საქმე”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
დავით მათიკაშვილი: „ლელოს“ შექმნა იყო მცდელობა, პოლიტიკური მანტიით დაეფარათ დანაშაულებრივი ბუნება