LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია – პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში ლოგიკურად მიიჩნევენ

129
სალომე ზურაბიშვილი

მმართველ გუნდში პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებების კანონპროექტზე, ლოგიკურად მიიჩნევენ.

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ცვლილებების დაჩქარებული წესით დამტკიცების მიუხედავად – ინსპექტორის სამსახურსა და საერთო სასამართლოებთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვები ამომწურავი იყო და ისინი სამართლებრივად სრულად გამართულია.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა არ გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული ვეტოს უფლება და კანონებს ხელი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე მოაწერა. შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 1 მარტიდან ოფიციალურად გაუქმებულია.

magti 5g