8 იანვარს ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილს, ზაჰარას 17 წელი შეუსრულდა. როგორც ირკვევა, გოგონას ერთადერთი სურვილი ჰქონდა, მან ანჯელინას სთხოვა მისთვის თმის ლურჯად შეღებვის უფლება მიეცა, ჯოლიმაც ქალიშვილს ეს თხოვნა შეუსრულა.
ახლახან, ვარსკვლავური დედა-შვილი ნიუ-იორკის ქუჩებში, საყიდლებზე გადაიღეს. ზაჰარას გრძელი, ცისფრად შეღებილი აფრიკული ნაწნავები ამშვენებდა. ის და ანჯელინა ხელიხელჩაკიდებულები მიდიოდნენ.
თავად ჯოლიმ კლასიკურ იმიჯს კვლავ არ უღალატა. მას შავი მანტო ეცვა და ამავე ფერის პირბადე ეკეთა.
ფოტო: ზაჰარა პიტი წითელ ხალიჩაზე დედის კაბაში გამოჩნდა (fortuna.ge)
ფოტო: შავი პალტო და გრძელი ქვედაბოლო – ანჯელინა ჯოლის მორიგი ელეგანტური გამოჩენა (fortuna.ge)