იტალიის პრეზიდენტის ერთ-ერთი ოფიციალური რეზიდენცია, კვირინალის სასახლე ონლაინ ვიზიტებისთვის გაიხსნა. ამიერიდან პლატფორმაზე Google Arts & Culture შესაძლებელია ქვეყნის პირველი პირის კაბინეტის მონახულება, ასევე სასახლის ისტორიული დარბაზების გაცნობა. მათ შორისაა ნაპოლეონის ლეგენდარული ოთახით.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლეონმა ეს სასახლე თავის საიმპერატორო რეზიდენციად XIX საუკუნის დასაწყისში აირჩია.
პირველად სტუმრებისთვის ციფრულ ფორმატში რამდენიმე „საიდუმლო“ ოთახიც გაიღება. მაგალითად, სამლოცველო, რომელიც საექსკურსიო პროგრამის ნაწილი არასდროს ყოფილა და დამთვალიერებელს მისი ნახვის საშუალება არ ჰქონდა.
გარდა დარბაზების ნახვისა, პლატფორმა მსურველებს საშუალებას მისცემს რომ შენობის ისტორიისადმი მიძღვნილი 60-ზე მეტი ონლაინ-გამოფენაც იხილონ.