LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ქონებრივი დეკლარაციის შეუვსებლობისთვის 1000 ლარით დააჯარიმეს

121
ზურაბ ჯაფარიძე

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარლამენტის დეპუტატად არჩევის შემდეგ ქონებრივი დეკლარაციის შეუვსებლობის გამო 1 000 ლარით დააჯარიმეს. 

როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ეს მოხდა მიუხედავად იმისა, რომ მან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დეპუტატის მანდატის გაუქმება მოითხოვა და თავის დროზე უფლებამოსილება ხელისუფლებამ არ შეუწყვიტა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ჯარიმის გადაუხდელობის და დეკლარაციის შეუვსებლობის შემთხვევაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, რასაც მისი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა უნდა მოჰყვეს. თუმცა, ზურაბ ჯაფარიძეს მანდატი უკვე შეწყვეტილი აქვს.

„ჯერ შენ ვინ გეკითხება, პარლამენტში უნდა იყოო. მერე, ოკ, არ გინდა და ნუ გინდაო. მერე, სანამ არ გიშვებდით და ფორმალურად აქ იყავი, იქნებ ფული გააკეთე, დეკლარაცია გვანახეო.

ახლა, რადგან არ გვანახე, 1 000 ლარი გადაიხადე და ისე გვანახე, თორემ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთო. ამ სისხლის სამართლის საქმის ბოლო – მანდატის გაუქმებაა რომელიც ისედაც აღარ მაქვს. .ს. ლარი არ ამიღია ხელფასი ამ მოწვევის პარლამენტში“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g