სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატი აშშ-ში ჩასვლასა და დაზარალებულ ოჯახთან შეხვედრას ითხოვს. ალქესანდრე კობაიძე დახმარებისთვის საქართველოში შტატების საელჩოს მიმართავს და ფორმალური პროცედურების დაჩქარებას სთხოვს.
ადვოკატი აუცილებლობად მიიჩნევს სმიტების ოჯახის წევრების გამოკითხვას, რადგან ვარაუდობს, რომ გარდაცვლილ რაიან სმიტს პირადი მტერი ჰყავდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფ მწყემსს კი ამ მკვლელობასთან არაფერი აკავშირებს.