პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს ეხმიანება.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მათ ყველაზე რელევანტური და ლეგიტიმური კვლევა, სულ რაღაც, 2 თვის წინ ჰქონდათ, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” მოსახლეობაში სხვა პარტიებთან შედარებით ყველაზე მაღალი ნდობა აქვს:
“ვნახეთ, რომ ამ არჩევნებზე ხალხის ნების გამოხატვა მოხდა და დაფიქსირდა ის პოლიტიკური წონა, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას გააჩნია. ასევე არჩევნებზე წარდგენილი იყო პროგრამები, სადაც იყო საუბარი სხვა და სხვა მიმართულებებზე და ხალხმა არჩევანი გააკეთა ამა თუ იმ მიმართულებასთან დაკავშირებით “ვნახეთ, რომ ამ არჩევნებზე ხალხის ნების გამოხატვა მოხდა და დაფიქსირდა ის პოლიტიკური წონა, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას გააჩნია. თ.
ამიტომ, ჩვენთვის მთავარი კვლევა არის არჩევნები, რომელიც სულ რაღაც ორიოდე თვის წინ იყო ჩატარებული. ჩვენ გვესმის მოსახლეობის წუხილები და ის გამოწვევები, რაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს. ასევე ვაცნობიერებთ იმ ლეგიტიმაციას რაც გააჩნია “ქართული ოცნების” ხელისუფლებას და რაც დადასტურდა ერთი წლის განმავლობაში ორი არჩევნებით, რომ “ქართულ ოცნებას” მოსახლეობაში სხვა პარტიებთან შედარებით გააჩნია ყველაზე მაღალი ნდობა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს “ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” (NDI) კვლევის შედეგები წარადგინა, რომლის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ, კერძოდ 58%-მა არ იცის ან არ დაასახელა ის პარტია, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს 24% „ქართულ ოცნებას“, 9% კი „ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს.