LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: მომდევნო 4 წლის განმავლობაში, არც ერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება

100
271208036-5299163363462133-7689718408127180709-n

თბილისის მერის განცხადებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში არც ერთი უსახლკარო ადამიანი არ იქნება. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, სახელმწიფო მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობებზე საუბრის დროს განაცხადა.

დედაქალაქის მერმა კონკრეტულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დაწყებულია საბინაო ფონდის შექმნა და მიმდინარე თვეს, 15-16 ოჯახი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება.

წლიდან-წლამდე 4-6 ათასით იზრდება ქუჩაში დარჩენილ ადამიანთა რაოდენობა - "ცხოვრება" უსახლკარობასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის გარეშე

"უსახლკარობა უამრავ სხვა სოციალურ პრობლემას უკავშირდება ჭარბვალიანობას, ჯანდაცვის სერვისების არარსებობას, სიღარიბეს, უმუშევრობას" - ღია საზოგადოების ფონდი

“ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა აქვს, ვისაც აქვს უსახლკაროს სტატუსი და, დღეის მდგომარეობით 400-მდე ასეთი ოჯახი გვყავს დედაქალაქში, მათ პირობა მივეცი, რომ ეს ადამიანები უზრუნველყოფილები იქნებიან მუნიციპალური საცხოვრისით და მათ ექნებათ სახლი და უსახლკარობის პრობლემა მოგვარებული იქნება.

გაცემულია პირობა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, არც ერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება, ყველა იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრისით და ეს პრობლემა იქნება ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებული.

ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, დავიწყეთ საბინაო ფონდის შექმნა და მიმდინარე თვეს 15-16 ოჯახი იქნება საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებული”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g