ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში 25 სექტემბერს „პოლონეთ-საქართველოს ტექნოლოგიური სამიტი“ იმართება.
ღონისძიების ფარგლებში პოლონეთიდან მოწვეულნი არიან სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები და სტარტაპები. ღონისძიებაზე ისეთი საკითხები იქნება განხილული, როგორიცაა: პოლონეთში არსებული საინვესტიციო პოტენციალი, სტარტაპებისთვის პოლონეთში ხელმისაწვდომი პროგრამები და კერძო კაპიტალის მოზიდვის ხერხები.
ღონისძიების ბოლოს ქართველი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციით პოლონელი ინვესტორების წინაშე წარდგებიან.