LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში გადაწყვიტეს, რომ ყვავები ნაგვის გატანაში დაიხმარონ

62
53674449-0-image-a-27-1643793406631

შვედურ ქალაქ სოდერტელიეში გადაწყვიტეს, რომ ქუჩებიდან სიგარეტის ნარჩენების მოსაშორებლად ყვავები გამოიყენონ. დამლაგებლის ახალი პოზიცია მოხალისეობრივი ხასიათის იქნება. თავისი საქმიანობისთვის ფრინველები სასუსნავებს მიიღებენ.

გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ქალაქში დაამონტაჟებენ სპეციალურ მოწყობილობებს, რომელიც ყვავს სიგარეტის ნამწვის ან სხვა რაიმე მცირე ზომის ნაგვის სანაცვლოდ საკვებს მისცემს.

სოდერტელიეში ფიქრობენ, რომ ყვავები ძალიან საზრიანი არსებები არიან და ამ სისტემის ასათვისებლად დიდი დრო არ დასჭირდებათ. ამასთან, პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ მოხალისეთა რიგები მუდმივად შეივსება, რადგან ერთმანეთის ქმედებას სხვებიც გაიმეორებენ.

შვედეთის ქალაქებში ყოველწლიურად მილიარდ სიგარეტის ნამწვს აგდებენ და ეს მთელი ნაგვის 60%-ს შეადგენს. პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ ყვავები დანაგვიანებას 75%-ით შეამცირებენ.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიის დასასუფთავებლად ყვავებს ძალიან აქტიურად იყენებენ საფრანგეთსა და ნიდერლანდებში. რაც შეეხება შვედეთს, თუკი სოდერტელში დაწყებული პროექტი წარმატებული იქნება, მას ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გაიმეორებენ.

ნამწვის გადამუშავებას განსაკუთრებული ტექნოლოგია სჭირდება და იმ შემთხვევაშიც კი როცა მას არა ქუჩაში, არამედ ურნაში აგდებენ, ნიადაგი მძიმე მეტალებითა და ტოქსინებით ბინძურდება. ოფიციალური ინფორმაციით, 1 ცალ ნამწვს 500 ლიტრი წყლის დაბინძურება შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები