LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ივერი: „რესტორნებს ჯობია, იქვე ჰქონდეთ სწრაფი ტესტები, ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია“

272
page

„ფორტუნას“ დილის სტუმარია ოპერის მომღერალი, სოპრანო, თამარ ივერი, რომელმაც მსმენელს „კოვიდ პასპორტისა“ და მისი გაუქმების შესახებ საკუთარი პოზიცია გაუზიარა.

თამარ ივერი:

„მე ავსტრიაში ვიმოგზაურე და იქ თეატრებში და თუნდაც კაფეში შესვლა წარმოუდგენელია, ითხოვენ პისიარ ტესტს, მასთან ერთად ითხოვენ, რომ ორჯერ აცრილი უნდა იყო, ასევე კოვიდიც უნდა გქონდეს გადატანილი, რა საჭიროა ეს ყველაფერი?!… ევროპაში ადამიანები შეიყვანეს ჩიხში, ფორუმები გადატვირთულია ინფორმაციით იმის შესახებ, თუ როგორ დაეცა ხალხის რაოდენობის მაჩვენებელი თეატრებსა და მუზეუმებში. ამ ეტაპზე ვიტყოდი, რომ ომიკრონი არ არის ის შტამი, რომელიც სიკვდილს იწვევს და რესტორნებს ჯობია, იქვე ჰქონდეთ სწრაფი ტესტები, ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები