საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 51 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 16 789 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 72 587 კვლევა ტესტით, მათ შორის 47 032 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 555 PCR ტესტით.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს:
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 34,66%, ბოლო 14 დღის – 29,26%, ბოლო 7 დღის – 32,45%
- სულ აცრილია – 2 759 753, დღიურად აცრილია – 3 566
- კარანტინის რეჟიმში – 41
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 036
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 901
