LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძემ დააზუსტა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დებატებში გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე გამოიწვია

59

“ადვილი მისახვედრია, რომ სალომე ზურაბიშვილი გულისხმობდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს და ასევე გულისხმობდა დავით ბაქრაძეს, რომელიც ამ კამპანიაში, ამ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილის სახით გამოიყურება”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

„ადვილი მისახვედრია, რომ სალომე ზურაბიშვილი გულისხმობდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს და ასევე გულისხმობდა დავით ბაქრაძეს, რომელიც ამ კამპანიაში, ამ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილის სახით გამოიყურება. ყოველ შემთხვევაში, ის მონაწილეა იმ შავი პიარის, იმ არაევროპული ყაიდის, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ არის გაჩაღებული”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ნეიტრალურ სივრცეში „შავი ძალის“ ორივე სახესთთან დებატებში მონაწილეობას მიიღებს. თუმცა, მას  არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა „შავი ძალის“ ორ სახეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g