მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
როგორც გვარამია აღნიშნავს, ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც გადასადგმელი დარჩა ეს არის ბრალდებულების გამოვლენა.
„ბოლო ინფორმაცია უკრაინიდან, მოგეხსენებათ, რომ იქ იყო აღძრული საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ ძალის გადაჭარბების და შესაძლო წამების ფაქტების შესახებ. დღეს უკვე მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დაზარალებულად. ანუ არსებობს ფაქტი, არსებობს დაზარალებული, ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც გადასადგმელი დარჩა ეს არის ბრალდებულების გამოვლენა და სავარაუდოდ, ეს იქნებიან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები და შესაძლოა არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების, მაღალი თანამდებობის პირები და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირები“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.