LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს უკრაინიდან საელჩოს თანამშრომლების ნაწილი გაჰყავს – საელჩო საკონსულო მომსახურების გაწევას წყვეტს

97
LDNEBBT5DAI6ZDGIW2LFMS5HSY

„დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტმა, უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ მუდმივი ცნობების ფონზე, საელჩოს თანამშრომლებს განკარგულება მისცა უკრაინიდან გამოემგზავრონ”, – ინფორმაციას Reuters-ი საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“კვირას, 2022 წლის 13 თებერვლიდან, სახელმწიფო დეპარტამენტი შეაჩერებს საკონსულო მომსახურებას კიევში მდებარე აშშ-ის საელჩოში,“- ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საელჩო შეზღუდულ საკონსულო მომსახურებას ლვოვში განაგრძობს.

„საელჩო შეინარჩუნებს მცირე საკონსულო არსებობას ლვოვში, უკრაინაში გადაუდებელი შემთხვევების მოსაგვარებლად, მაგრამ ვერ შეძლებს საპასპორტო, სავიზო ან სტანდარტული საკონსულო მომსახურების გაწევას,“- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დასავლეთში მოელიან, რომ რუსეთი უახლოეს ხანში შეიძლება დაესხას თავს უკრაინას.

საქართველოს საელჩო კიევში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა.

ამასთან, მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ესკალაციის დაწყებიდანვე, უკრაინის ხელმძღვანელობა, უკრაინული დიპლომატია და არმია ყველა ღონეს ხმარობენ, რათა უკრაინაში იყოს სტაბილურობა.

იმედს ვიტოვებთ, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყება, თუმცა რისკი საკმაოდ მაღალია: ირაკლი კობახიძე

magti 5g