LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პურს არ ჭამს, შაქარს არ იღებს, კარაქს არ ჭამს, რას ჭამ ფოთლებს?! – ლელა წურწუმია სტუმრად დიკო ჯოჯუასთან

6583
ლლლლ

მომღერალი და ტელეწამყვანი ლელა წურწუმია ჟურნალისტ დიკო ჯოჯუასთან სახლში იმყოფებოდა. დიკო ჯოჯუამ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ თავისი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

როგორც დიკო ჯოჯუა ყვება, მაშინ როდესაც ცეკვას თავი დაანება წონაში საგრძნობლად მოიმატა. ის ასევე ამბობს, რომ ძალიან უყვარს ვარჯიში, რადგან მას ალტერნატივა არ აქვს.

„ძალიან ბევრი მიშიმშილია. როდესაც ცეკვას დავანებე თავი 47 კგ-იანი დიკო გახდა 60 კილოგრამიანი დიანა. ძალიან სერიოზულად არ ვყოფილვარ გატაცებული, მაგრამ ფიზიკური დატვირთვა მქონდა.

სპორტთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. მიყვარს, მომწონს. ბოლო 2 წელია არ მივარჯიშია და ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ ვარჯიშს, რადგან ვარჯიში უალტერნატივოა. რაც არ უნდა იშიმშილო, დიეტაზე იყო, დანამატები მიიღო ან მასაჟები იკეთო, ყველას სჯობს. სულ სხვანაირად გამოიყურება სხეული, როდესაც ვარჯიშობ“, – აცხადებს დიკო ჯოჯუა.

გადაცემა სრულად:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g