„ჯუნოს“ ვარსკვლავმა, ელენ პეიჯმა ორი წლის წინ განაცხადა თავისი ორიენტაციის შესახებ, შემდეგ გაიკეთა ურთულესი ოპერაცია, ჩაიტარა მკერდის ამპუტაცია და სულ უფრო და უფრო ემსგავსება მამაკაცს. მისი ბოლო გამოჩენა მართლაც შოკისმომგვრელი იყო, ის Met Gala-ზე დემნა გვასალიას ტანისამოსში მივიდა და მისი ცნობა შეუძლებელი იყო.
ელენ/ელიოტ პეიჯი მამაკაცს სულ უფრო და უფრო ემსგავსება – მსახიობი ახალ ფოტოებს ავრცელებს
ელიოტი „ინსტაგრამზე“ ხშირად ავრცელებს პოსტებს, მისმა ბოლო ორმა ფოტომ საზოგადოებაში ეჭვი გააჩინა იმის შესახებ, რომ მან პლასტიკური ოპერაცია სახეზეც გაიკეთა, რათა მამაკაცს სახის ნაკვთებითაც ჰგავდეს.
ცნობისთვის, „ოსკარის“ ნომინანტი, 34 წლის მსახიობი ახლა მემუარებზე მუშაობს, სადაც საზოგადოებას თავის ისტორიის, მამაკაცად გარდაქმნისა და ახალი სხეულის შესახებ უამბობს. წიგნი სახელწოდებით Pageboy მომავალ წელს ჩაეშვება გაყიდვაში.